რეზონანსი
30.03.2017

 საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მალტაში, "ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლას ახდენილი ოცნებას უწოდებს.

"ჩემმა მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები ამ საკითხზე, ავაშენეთ აეროპორტები, მოვამზადეთ საჭირო ინფრასტრუქტურა, მაგრამ არ გვჯეროდა, სანამ ეს მართლაც რეალურად არ მოხდა. ეს არის ახდენილი ოცნება. მადლობას ვუხდი "ევროპის სახალხო პარტიას" მხარდაჭერისთვის. მაქვს ორ ფრონტზე ბრძოლის პატივი. ვარ საქართველოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპატიო თავმჯდომარე და ვხელმძღვანელობ უსწრაფესად მზარდ პარტიას უკრაინაში, მაგრამ დღეს საქართველოს შესახებ ვილაპარაკებ",-აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ცხრა წლის განმავლობაში ის თავის გუნდთან ერთად პოსტსაბჭოთა სივრცეში რეფორმების ყველაზე წარმატებულ ექსპერიმენტს უძღვოდა.

„2012 წელს ჩვენ კიდევ ერთი საამაყო მიღწევა გვქონდა. მრავალწლიანი წარმატების შემდეგ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენ ხელისუფლების არაძალადობრივი, მშვიდობიანი, დემოკრატიული გადაცემა მოვახდინეთ. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ხელისუფლება გადავეცით იმ ხალხს, ვინც მზად არ იყო და არ არის ამისთვის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×