რეზონანსი
30.03.2017

 დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები ბრალდებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ გუშინ ჩაბარდა. ადვოკატები მიიჩნევენ, რომ დეკანოზის პატიმრობაში დატოვება უკანონო იყო, ვინაიდან არავითარი საფრთხე მისი გარეთ ყოფნის პერიოდში, არც მტკიცებულებების განადგურების, არც მიმალვისა და არც მოწმეებზე ზეწოლის არ არსებობდა.

მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიჩნია, რომ ბრალდებულის თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში არსებობდა მიმალვის მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზეწოლისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხეები. დეკანოზის ადვოკატები ბრალდებულის 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობდნენ, თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და მამა გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×