რეზონანსი
30.03.2017

 გუშინ, დონალდ ტრამპის ქალიშვილმა ივანკა ტრამპმა განაცხადა, რომ ის თეთრი სახლის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საგანგებო მრჩევლის პოსტს დაიკავებს, თუმცა აღნიშნულ პოზიციაზე ის ანაზღაურების გარეშე იმუშავებს.

„ჩემი განცხადების შემდეგ გამოთქვეს შეშფოთება თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ჩემი მუშაობის შესახებ, თუმცა მე ამაში ანაზღაურებას არ ავიღებ და წესებს ისევე დავემორჩილები, როგორც სხვა თანამშრომლები,"-განაცხადა ივანკა ტრამპმა.

უცხოური მედიის ცნობით, ივანკა ტრამპს წვდომა ექნება ფინანსურ თუ გასაიდუმლოებულ ინფორმაციებთან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×