მარჯანიშვილის მეტროსთან სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. გარემოვაჭრეები მოითხოვენ, მოხდეს გარევაჭრობის დაკანონება და მიეცეთ ქუჩაში ვაჭრობის უფლება. რაც შეეხება ადგილობრივებს, მათი თქმით, გარევაჭრობით ირღვევა სანიტარული წესები, ქუჩებში დიზინტერია და სიბინძურეა.
ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, „დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი გარევაჭრობის წახალისებას ხელს უწყობს.
ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, დღევანდელი საპროტესტო აქცია დასრულებულია, ხვალ ის გარემოვაჭრეებთან ერთად საპროტესტო აქციას მარჯანიშვილის მეტროსთან, ხოლო 1-ელ აპრილს თბილისის მერიასთან გამართავს.
ამ წუთებში კი მარჯანიშვილის მეტროსთან ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები უნებართვოდ დადგმული ე.წ. დახლების დემონტაჟს ახორციელებენ.