რეზონანსი
30.03.2017

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 4 საბავშვო ბაღის კვების ბლოკიდან ლაბორატორიული კვლევისთვის ხორცის ნიმუშები აიღო. მათივე ცნობით, კვლევის შედეგებით, ხორცი დაბინძურებული აღმოჩნდა ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიებით.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, საბავშვო ბაღებიდან აღნიშნული ხორცი ამოღებულია. სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს სასაკლაოს და იმ ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი, რომელიც საბავშვო ბაღებს ხორცით ამარაგებს. შემოწმების შედეგად ბიზნესოპერატორი შპს „ბადა" დაჯარიმდა და მიეცა მითითებები ზოგადი ჰიგიენის მოთხოვნების დაცვის შესახებ წარმოებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე", - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×