რეზონანსი
30.03.2017

 რუსთავში, თოდრიის ქუჩაზე სამი მაღაზია, სილამაზის სალონი და ექიმ-ჰომეოპათის ოფისი გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ექიმ-ჰომეოპათის ოფისში განთავსებული შესაწირი ყუთიდან, ხოლო საკანცელარიო მაღაზიიდან 200 ლარამდე თანხა წაიღეს.

ერთ-ერთი ობიექტის თანამშრომელის განცხადებით , ეს გაქურდვის მეორე შემთხვევაა. თანამშრომლის თქმით, ერთი თვის წინ მომხდარ ფაქტზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. დაზარალებულის ვარაუდით, მძარცველები არასრულწლოვანი პირები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო სამსახურის ეკიპაჟები. დაზარალებულები დილიდან პოლიციის განყოფილებაში იკითხებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×