რეზონანსი
30.03.2017

 საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლის შესახებ შეთანხმება, ეს არის მკაფიო დარღვევა ყველა საერთაშორისო ნორმის და პრინციპის. მისი განცხადებით, ეს არის დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა.

„ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციაზე და დამატებით საფრთხეებზე. ჩვენ ვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას, რადგან ეს საფრთხეები მხოლოდ საქართველოსთვის არაა, არამედ მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×