რეზონანსი
31.03.2017

 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის ორსანტია-ოტობაიას მონაკვეთზე დაკავებული სამი პირი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, უკვე თავისუფალია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

ე.წ. მესაზღვრეებმა ოჯახის წევრები სამი კვირის წინ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრები განმუხურიდან დაკრძალვაზე მიდიოდნენ, რა დროსაც ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ ე.წ. „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა" .

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×