რეზონანსი
31.03.2017

 საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უკრაინელმა კოლეგამ, არმიის გენერალმა სტეპან პოლტორაკმა უმასპინძლა. იზორია უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, თავდაცვის მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ლევან იზორიამ კოლეგას თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთება გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანაში მშვიდობა და წესრიგი კვლავ დამყარდება. საქართველოს სახელით, ლევან იზორიამ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×