რეზონანსი
31.03.2017

 თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს, ასევე კომპანია „დექსუსის" დამფუძნებელს ივანე ცაგურიას ბრალი ედებათ თაღლითობასა და თანხების მითვისებაში. გამოძიების ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა ამხანაგობა"თაბუკაშვილი 88"-ის კუთვნილი 11 მილიონზე მეტი ლარი მიითვისეს.

აღნიშნულ საქმეზე სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, თუმცა, მოგვიანებით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თავდებში პარლამენტის რამდენიმე წევრი ჩაუდგა, რის შემდეგაც პატიმრობა გირაოთი შეიცვალა.

„ბათუმის მაგნოლიას" საქმეზე დაპატიმრებულია მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ვახტანგ და მაია რჩეულიშვილების შვილი - გურამ რჩეულიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×