რეზონანსი
31.03.2017

 გონიოში მცხოვრები 271 ოჯახი, რომელთაც 2007 წელს პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით,მიწის ნაკვეთები საკუთრებაში გადაეცათ, სამი წლის შემდეგ კი უკანვე ჩამოერთვათ, სასამართლო დავას განაგრძობენ.

„მოამბის" ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს 4 ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა და უკანონოდ სცნო, ერთი წლის წინ, ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოჯახების ნაწილს საკუთრების დაბრუნებაზე უარი ყოველგვარი განმარტების გარეშე უთხრეს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ოჯახების ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის იურისტის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და პრეცედენტულია, რადგან სასამართლომ გადაწყვეტილება ერთ თვეში კიდევ გონიოში მცხოვრები სამოცი ოჯახის ანალოგიურ სარჩელზე უნდა გამოიტანოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×