რეზონანსი
31.03.2017

 ნატოს დღეებთან დაკავშირებით ღონისძიებები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში 9 დღის განმავლობაში გაიმართება. მოეწყობა საჯარო შეხვედრები, ღია კარის დღეები, ონლაინ კონფერენციები და სხვადასხვა სპორტული ტურნირები.

„ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ ტარდება. მისი მიზანი გახლავთ საზოგადოების ინფორმირება ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე. დაგეგმილია უამრავი ღონისძიება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში," - განაცხადა ჟურნალისტებთან ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ნინო ბოლქვაძემ.

ნატოს დღეები 11 აპრილს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით დასრულდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×