რეზონანსი
31.03.2017

 "საქსტატის" 2016 წლის მონაცემებით, განქორწინების ყველაზე მეტი წილი 3 064 ერთეული იმ წყვილებზე მოდის, რომელთაც ქორწინებაში დაახლოებით 4 წელი გაატარეს. მათივე მონაცემებით, 2016 წელს განქორწინებული წყვილების უმრავლესობა პირველ ქორწინებაში იმყოფებოდა.

2016 წელს რეგისტრირებული განქორწინებების ყველაზე დიდი რაოდენობა 3 688 ერთეული თბილისზე მოდის, 2015 წელთან შედარებით ეს მაჩვენებლი 87 ერთეულით გაიზარდა. გასულ წელს 1 450 რეგისტრირებული განქორწინება დაფიქსირდა იმერეთში, 982 კი ქვემო ქართლში. ყველაზე ცოტა 56 განქორწინება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დარეგისტრირდა.

საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი ქორწინება 20-24 და 25-29 წლის ახალგაზრდებზე მოდის. 2016 წელს სულ 9 539 წყვილი განქორწინდა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×