რეზონანსი
31.03.2017

 თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების გამოძიებას ითხოვენ. აქციაზე რიგით მოქალაქეებთან ერთად გამსახურდიას ოჯახის წევრები იმყოფებიან.

ცოტნე გამსახურდიას თქმით, საქმის გამოძიების პირობა მან „ქართული ოცნების" გუნდისგან მიიღო. „პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მივიღე დაპირება, მისი პრემიერობის დროს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საგამოძიებო ქმედებები ჩაატარეს, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით არაფერი გვაქვს,"-განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.

დღეს, 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×