რეზონანსი
31.03.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით 2017-2020 წლებისთვის ევროკავშირის დახმარება ძირითადად ფოკუსირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებასა და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობაზე, რათა კერძო სექტორმა მაქსიმალურად გამოიყენოს ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შესაძლებლობები და ასევე დააკმაყოფილოს ევროპული კრიტერიუმები. მისივე თქმით, აღსანიშნავია ევროკავშირის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიდაც ევროკავშირი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში, რათა მათ შეძლონ აუცილებელი ინვესტიციების მოძიება.

"2016 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3.6 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 %-ით მეტია. 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 471 მილიონი შეადგინა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 2016 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ინვესტიციები განახორციელა. ასევე, საქართველოში აქტიურად დაიწყო საქმიანობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა, რომელიც განიხილავს ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი სექტორის დაფინანსების შესაძლებლობებს", - განაცხადა მიხელ ჯანელიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×