რეზონანსი
01.04.2017

 სახალხო დამცველი ე.წ. მოსმენების კანონზე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს დღეებში შეიტანს. უჩა ნანუაშვილის ანგარიში პარლამენტში უკვე შესულია და მისი განხილვა 11 აპრილიდან დაიწყება. ანგარიშში საუბარია ე.წ. მოსმენების კანონზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შესაძლოა, ახალმა კანონმა გამოიწვიოს.

"უნდა შეიქმნას ორგანო, რომელიც მაქსიმალურად დამოუკიდებელი იქნება. არ ექნება მას საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა. ამ მიმართებაში შექმნილი ახალი ორგანო სამწუხაროდ, ამ სტანდარტებს ვერ უზრუნველყოფს. საუბარია ასევე იმაზე, რომ ქვეყანაში არსებობს საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა, როდესაც შსს და უსაფრთხოების ორგანოები იყვნენ ჩართულები უკანონო ფარულ მიყურადებაში. აქედან გამომდინარე მოსახლეობაში ისევ არსებობს ძლიერი განცდა, რომ ეს ორგანოები, კვლავ ჩაიდენენ სავარაუდო დანაშაულს. მოსახლეობას უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ სისტემა რეალურად იცვლება. შემოთავაზებული მოდელით სისტემა პრაქტიკულად არ იცვლება და ხდება მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

როგორც ნანუაშვილმა განმარტა, კონსულტაციები მიმდინარეობს არასამთავრობო სექტორთან და გამორიცხული არაა ე.წ. მოსმენების კანონი, სახალხო დამცველმა და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივი სარჩელით გაასაჩივრონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×