რეზონანსი
03.04.2017

 პოლიციამ თელავში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. სამართალდამცველებმა 1954 წელს დაბადებული თ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თელავის სოფელ ლალისყურში დააკავა.

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: „აკს 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით, კარაბინი, სპორტულ-სანადირო შაშხანა, „იჟ 27"-ის მოდელის გლუვლულიანი თოფი, კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×