რეზონანსი
03.04.2017

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კოლუმბიის რესპუბლიკაში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება მწუხარებას გამოხატავს პუტუმაიოს პროვინციის ქ. მოკოაში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის გამო, რომელსაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს კოლუმბიის რესპუბლიკის მთავრობას, ასევე დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს და უცხადებს მათ გულითად თანადგომას ამ მძიმე წუთებში, ხოლო გადარჩენილებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას" , - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

მეწყერი კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია.რამდენიმე დასახლება მთლიანად განადგურდა. სახლების დიდი ნაწილი მიწაში ჩაიმარხა. დაკარგულ ადგილობრივებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×