რეზონანსი
03.04.2017

 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ინსპექტორებმა უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. მარტვილში, ლებარდეს ხეობაში, მდინარე ტეხურაზე, მოქალაქეები - თენგიზ ბერიშვილი, ირაკლი ბერიშვილი და ლაშა ბასილაია თევზს ე.წ. ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით იჭერდნენ. მათ 1 კგ-მდე წითელწინწკლებიანი კალმახი ჰქონდათ მოპოვებული.

უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში, მდინარე ჩხოუშიაზე. მოქალაქე ალბერტ კუპრავა ეკრანბადითა და ანკესზე დაგებული დასახვევი მოწყობილობით თევზაობდა.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში კი, მდინარე ხობისწყლის შენაკადზე, მოქალაქე მამუკა დოლბაია 40 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადით თევზაობდა.

მასალები განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×