სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქება მოხდა. დაღუპულია 10 და დაშავებულია 50-მდე ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული სააგენტო „Tass.ru" ავრცელებს.
თვითხმილველების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარაუდოდ მატარებლის ვაგონში იყო დამონტაჟებული.ოფიციალური უწყებები მსხვერპლის შესახებ დაზუსტებულ მონაცემებს არ ავრცელებენ. თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ათამდეა.
„lenta.ru" სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ ერთ მეტროსადგურში საეჭვო ნივთი იპოვეს.
თვითმხილველები შემთხვევის ადგილიდან ფოტოს „twitter"-ზე ავრცელებენ. რუსული მედიის ცნობით, აფეთქება ერთ-ერთ ვაგონში მოხდა და მისი მასშტაბი 200-300 გრამი ტროტილის აფეთქების ეკვივალენტური იყო.
მეტროსადგურები დახურულია და მატარებლების გადაადგილება შეჩერებულია. ადგილზე 80 მაშველი მუშაობს და შესაძლოა დამატებითი ძალების მობილიზება გახდეს საჭირო.