რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ სანკტ-პეტერბურგის მეტროში აფეთქების შედეგად, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ამის შესახებ „ინტერფაქსი" წერს.
როგორც კომიტეტში აცხადებენ, მეტროში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
„დღეს, დაახლობით 14:40 საათზე, მეტროსადგურ „ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა" და „სენნაია პლოშადს" შორის დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა" , - აღნიშნულია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინციდენტის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაკეტილია სანკტ-პეტერბურგის ყველა მეტროსადგური. აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა, 50 კი დაშავდა.