რეზონანსი
03.04.2017

 პეტერბურგის ცენტრში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მეტრო მთელ ქალაქში დაკეტეს. დაშავებულების ევაკუაცია გრძელდება. ტელეკომპანია „Дождь"-ი თვითმხილველის ინტერვიუს ავრცელებს.

„მესამე ვაგონში ვიყავი, აფეთქება მეორეში მოხდა. ძლიერი ხმის შემდეგ არაფერი არ მესმოდა, მეგონა სიბნელეში ჩავვარდი. რამდენიმე წუთში ახალგაზრდა ადამიანების დამწვარი სახეები დავინახე. გვერდით ვაგონში ქალებს თავზე ცეცხლი ეკიდათ, დაახლოებით 20-30 ადამიანი იქნებოდა. დავინახე, როგორ გაფართოვდა ნახევარი ვაგონი და შემდეგ ელექტროგაყვანილობებიდან წამოსული ნაპერწკლები" , -ამბობს თვითმხილველი.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ აფეთქების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 50 დაშავდა. 25 მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულების ოჯახებს რუსეთის მთავრობა 2.025 მილიონ რუბლის გადაუხდის.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×