საგარეო საქმეთა სამინისტრო სანკტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას ეხმიანება. საგარეო უწყების ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, დაშავებულთა შორის არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები. სამინისტროს ცნობით, საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა.
რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს ცხელი ხაზი: +7 926 926 2740
ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთის მხარე, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან სანკტ-პეტერბურგში, მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები" , - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.