რეზონანსი
04.04.2017

 რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის, ვერონიკა სკვარცოვას თქმით, პეტერბურგის ტერაქტისას გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას, რუსული გამოცემა „ria.ru" ავრცელებს.

„უკვე შეგვიძლია ვთქვათ,რომ ტერაქტს 14 ადამიანი ემსხვერპლა. 11 მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, სამს კი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა" , - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტერაქტი 3 აპრილს, სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურ „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში" მოხდა. ტერაქტი სავარაუდოდ მარტოხელა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.

რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×