რეზონანსი
04.04.2017

 თელავის მერიის შენობის წინ, მოქალაქეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას გულისხმობს. ორგანიზატორების განცხადებით, პეტიცია საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, უახლოეს დღეებში გაეგზავნება.

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს განმარტებას სთხოვენ, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. მიმართვას, რომელიც 29 მარტს გავრცელდა, 120 არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს.

არასამთავრობო სექტორს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყება ადასტურებს, რომ სამინისტროს 7 ქალაქისთვის, თვითმმართველის სტატუსის მოხსნის საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს. ეს ქალაქებია: ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×