რეზონანსი
04.04.2017

 ფარული მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე კამპანია „ეს შენ გეხება"-ს წევრებს ხვდება. არასამთავრობო სექტორი კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის ემზადება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ სარჩელზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდეს.

„თანამშრომლობის არცერთ ფორმას არ გამოვრიცხავთ, ამ შეხვედრების მიზანი სწორედ ის არის, რომ სარჩელთან დაკავშირებით მუდმივ კონტაქტზე ვიყოთ" , - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე, პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია. გიორგი მარგველაშვილმა კანონპროექტს ვეტო 20 მარტს დაადო.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით, სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მისი თქმით, კანონი საკომუნიკაციო კომპანიებს გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×