სირიაში ავიაიერიში ქალაქ ჰან-შეიჰუნში, დილის 6:30-ზე მოხდა.ქიმიური იარაღით თავდასხმისას 58 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 300-მდე მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის 8 წლამდე ასაკის 11 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Reuters"-ი ავრცელებს.
დიდ ბრიტანეთში მყოფი სირიელი დამკირვებლების ჯგუფის, „SOHR"-ის თქმით, თავდასხმის განხორციელება როგორც რუსულ, ასევე სირიულ მხარეს შეეძლო. ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად რა სახის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.
საუდის არაბეთის ტელეკომპანია „Al Arabiya"-ის მონაცემებით, შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა 100-საც აჭარბებდეს. შემთხვევის სურათებს „Conflict News"-ი „Twitter"-ზე ავრცელებს.
მარტში, გაეროს წარმომადგენლებმა სირიის მთავრობა ალეპოსა და სხვა ქალაქებში ქლორის გამოყენებაში დაადანაშაულა.