რეზონანსი
04.04.2017

 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, სირიაში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Reuters"-ი ავრცელებს.

„იდლიბის პროვინციაში დღეს ამაზრზენი ქიმიური თავდასხმა მოხდა. მე ვგმობ ამ საქციელს", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-მარკ ერომ.

„გაზის თავდასხმის" შესახებ ინფორმაცია, უცხოურმა მედიამ დღეს დილით გაავრცელა. თვითმფრინავებმა იდლიბის პროვინციაში, ოპოციზიის მიერ კონტროლირებად ქალაქ ჰან-შეიჰუნში ავიაიერიშის დროს, ქიმიური იარაღი ისროლეს, რის შედეგადაც 58 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ბავშებიც.

დიდ ბრიტანეთში მყოფი სირიელი დამკირვებლების ჯგუფის, „SOHR"-ის თქმით, თავდასხმის განხორციელება როგორც რუსულ, ასევე სირიულ მხარეს შეეძლო. ჯერჯერობით დაუდგენელია, კონკრეტულად რა სახის ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×