რეზონანსი
05.04.2017

 დღეს პარლამენტში „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს, პირველი მოსმენით განიხილავენ. ცვლილებების თანახმად, დახურულ შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა 2018 წლის მაისიდან აიკრძალება.კანონის დარღვევის შემთხვევაში, დაწესებულების მეპატრონე 500-დან 5 ათას ლარამდე დაჯარიმდება.

2020 წლიდან აკრძალვა ბარებს, რესტორნებს და სტადიონებსაც შეეხება. კანონპროექტით, ასევე თამბაქოს ყველა სახის რეკლამა აიკრძალება. შეზღუდვები გაყიდვასა და რეკლამის გაუქმებაზე ეტაპობრივად, 2018-დან 2020 წლამდე განხორციელდება.

დღესვე კანონმდებლები „საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილავენ. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მძღოლებისთვის 100-ქულიანი სისტემის შემოღებას და უკონტაქტო პატრულირებას ითვალისწინებს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×