რეზონანსი
05.04.2017

 პოლიციამ ფონიჭალასა და გურჯაანში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით,ხუთი პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, სულ 13 გრამი ჰეროინი ამოიღეს. ერთ-ერთ დაკავებულს ასევე, 1,5 გრამი ფსიქოტროპული საშუალება „პრეგაბალინი" აღმოაჩნდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა მიერ, მოქალაქეებისთვის მიყიდული 0,6069 გრამი ჰეროინიც ამოიღო.

გამოძიება ხუთივე დაკავებულის მიმართ, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცვლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, 2016 წლიდან დღემდე, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით 33 პირი დააკავეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×