რეზონანსი
05.04.2017

 გარემოს დაცვის ინსპექტორებმა, ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ბზის ტოტებით დატვირთული მიკროავტობუსი, რომელსაც მოქალაქე ჯიმშერ შულაია მართავდა, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ლებარდეს მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს. გარემოსადმი მიყენებული ზიანის ოდენობამ 49 124 ლარი შეადგინა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნა.

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყებაში აცხადებენ,რომ სამართალდამრღვევებზე კანონით დადგენილი სანქციები გავრცელდება.

საჯარიმო სანქციების ოდენობა, 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო, თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს,სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

ბზის მოპოვება მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან არის შესაძლებელი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×