რეზონანსი
05.04.2017

 ზუგდიდში, ქალაქისთვის თვითმმართველის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. საინიციატივო ჯგუფმა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია ზუგდიდის მერიასთან გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ხელმოწერებს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გადაუგზავნიან.

„ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ცენტრალიზებაზე ზრუნავს, რადგან ეშინია მოახლოებული არჩევნების, საკუთარი კანდიდატის დამარცხების" , - განაცხადა „ენმ"-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ.

თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გუშინ თელავშიც გაიმართა, მოქალაქეებმა ამავე მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს განმარტებას სთხოვენ, თუ რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება. მიმართვას, რომელიც 29 მარტს გავრცელდა, 120 არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაცია აწერს ხელს.

არასამთავრობო სექტორს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უპასუხა. უწყება ადასტურებს, რომ სამინისტროს 7 ქალაქისთვის, თვითმმართველის სტატუსის მოხსნის საკითხზე მუშაობა დაწყებული აქვს. ეს ქალაქებია: ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×