რეზონანსი
05.04.2017

 ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, რომლებიც რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მადრიდსა და ბარსელონაში ბინებს ძარცვავდნენ. სულ დაკავებულია 17 ქართველი. ისინი 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ ესპანური სააგენტო „eldiario.es" წერს.

ისინი ძირითადად ძვირფასეულობას და ტექნიკას იპარავდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დასაკავებლად გამოძიება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ პროცესში საქართველოს ატაშეც იყო ჩართული. ამ ეტაპზე უცნობია განხორციელდება თუ არა მათი დეპორტაცია.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×