რეზონანსი
05.04.2017

 რუსეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტმა 3 აპრილს, პეტერბურგის ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავა, რომლებსაც სავარაუდოდ„ისლამურ სახელმწიფოსთან" აქვთ კავშირი.ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Reuters"-ი ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები უშუალოდ აფეთქების დაგეგმვაში.

„არ არსებობს მტკიცებულება, რომ დაკავებულებს ჰქონდათ კონკრეტული ინფორმაცია, პეტერბურგის მეტროში აფეთქების შესახებ" , - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

რუსეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მთავარ ეჭვმიტანილად, 22 წლის ყირგიზელი მოქალაქე, აკბარჟონ ჟალილოვი რჩება.

ორი დღის წინ სანკტ-პეტერბურგის მეტროში მომხდარ აფეთქებას, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მოსკოვში, პოსტსაბჭოთ ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელების შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ გამოეხაურა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ტერორიზმის წინააღმდეგ ვითარება არ უმჯობესდება. ამის ნათელი დასტური ბოლო დღეების ტრაგიკული ინციდენტია" , - განაცხადა პუტინმა.

ტერაქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურ „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში" 3 აპრილს მოხდა. აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა და 50-მდე მძიმედ დაშავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×