რეზონანსი
05.04.2017

 სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, გაფუჭებული საკვები აღმოაჩინეს.

ხორცი და რძის პროდუქტები ყოველგვარი წესების დარღვევით ინახებოდა.

უნებართვო გარევაჭრობის აკრძალვა 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. მსგავს  ღონისძიებებს მერია ახლო მომავალშიც გეგმავს და მოვაჭრეებს უკანონო ვაჭრობის უფლება აღარ მიეცემათ.

დედაქალაქის მერიის განცხადებით, მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციის მოლაპარაკებებით გადაწყდა, რომ სხვადასხვა ბაზრობის ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×