რეზონანსი
05.04.2017

 ერგნეთის შეხვედრებში ოსური დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქართველებს მოსავლის აღების უფლებას აღარ მისცემენ. მისი თქმით,საქართველოს მოქალაქეები ოსურ ტერიტორიაზე მიწებს უკანონოდ ამუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „Cominf.org" ავრცელებს.

„საკითხი ბევრჯერ დავაყენეთ და მოსახლეობაც არაერთხელ გავაფრთხილეთ. შემხვედრ ნაბიჯზე აღარ წავალთ და შემოდგომაზე მოსავლის აღების საშუალებას აღარ მივცემთ. რაც შეეხება საქონელს, ქართულ ტერიტორიაზე გადმოდის და იკარგება" , - განაცხადა დავით სანაკოევმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე. წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი, ქართულ მხარეს გამყოფ ხაზთან, მერეთში ხანძრის გაჩენაშიც ადანაშაულებს.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. „IPRM"-ის შეხვედრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და გაერო-ს და ეუთო-ს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, 2017 წლის 11 მაისს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×