რეზონანსი
06.04.2017

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კომპანია „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI“ -მა 2007 წელს 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ.

2011 წელს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფ XXI“-მა „ქართუ ბანკიდან" 6 მილიონიანი სესხი აიღო. მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა. ამიტომაც, „ქართუ ბანკი" მძღოლებს მანქანებს ართმევს. 

„50-მდე მძღოლიდან ზოგმა 40 ათასი ლარი გადაიხადა, ზოგმა 45 ათასი, ზოგმაც სრულად დაფარა, მაგრამ 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს არაფერი, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო "ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი, შემდეგ აღნიშნული თანხა ვერ გადაიხადა და ბანკმა იჩივლა. 2015 წელს გამოვიდა გადაწყვეტილება და დაყადაღდა ქონება, მათ შორის ეს მანქანებიც. ეს არის თაღლითური სქემა, მძღოლებს უთხრეს, რომ მალე მათ გააჩერებს პატრული და მანქანებს გადასცემენ სააღსრულებლო ბიუროს", - განაცხადა გოგა ონიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×