რეზონანსი
06.04.2017

 „საფრანგეთის რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ფრანსუა ფიონმა,  რადიოსადგურ „France Inter”-ის მეშვეობით  განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებს რუსეთზე სანქციების მოსახსნელად.

„რაც კი შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, რათა ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გავაუქმო, ამის შესახებ  უკვე ვესაუბრე ანგელა მერკელს. ვფიქრობ  სანქციებს არანაირი შედეგი არ მოაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენი სოფლის მეურნეობას ავნებს, სანქციები ის მეთოდი არ არის, რომელსაც მე გამოვიყენებდი, რათა რუსეთი პოზიციის შეცვლაში დამერწმუნებინა“ , -განაცხადა ფიონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×