რეზონანსი
06.04.2017

 ქართველი მოჭიდავე დავით მოძმანაშვილი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება. უზბეკ არტურ ტაიმაზოვს, რომელმაც ფინალში მოძმანაშვილი დაამარცხა, სისხლში აკრძალული ნივთიერება ტურინაბოლი აღმოუჩინეს, რის გამოც ხუთი წლის წინ მოგებული ოლიმპიური ოქროს მედალი ჩამოართვეს.

თავისი კარიერის განმავლობაში არტურ ტაიმაზოვი სამჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა დოპინგის მოხმარების დამტკიცების გამო, უზბეკ მოჭიდავეს სამი ოლიმპიური ოქროს მედალიდან მხოლოდ ერთი დარჩა.

2012 წლის ოლიმპიადაზე წარმატებული ასპარეზობის გარდა, დავით მოძმანაშვილისთვის წარმატებული მსოფლიოს 2011 წლის და ევროპის 2012 წლის ჩემპიონატები იყო, სადაც მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×