რეზონანსი
07.04.2017

 სარფის საბაჟოსთან შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი თურქ მებაჟეებს საქართველოს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, მებაჟემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაციას, დაშავებულის ახლობლები ავრცელებენ, მათი თქმით, საქართველოს მოქალაქე ამჟამად თურქეთის მხარეს იმყოფება და არ იციან რა მდგომარეობაშია იგი.

„რომ გადადიოდა საზღვარზე ჩაურტყეს „ნიფტალი" (ერთ დღიანი აკრძალვა თურქეთში შესვლაზე). ამ ბიჭმა არ იცოდა თურქული და ვერ მიხვდა სად უნდა წასულიყო. როდესაც სხვა მიმართულებით წავიდა, მებაჟეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისე სცემეს, რომ ადამიანი სასწრაფოს მანქანით რეანიმაციაში წაიყვანეს", - განაცხადა რეზო ჩანდარაძემ. სარფში შეკრებილების თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ასეთი ფაქტები ხშირია თურქი მებაჟეების მხრიდან და ისინი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარზე ინფორმაციას არ ფლობენ. უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევა თურქეთის ტერიტორიაზე მოხდა და ამ ფაქტზე კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×