რეზონანსი
07.04.2017

 გერმანული ტელევიზიის, „დოიჩე ველეს" ინფორმაციით, 2017 წლის 15 ივნისიდან ევროკავშირის ქვეყნებში მობილურ სატელეფონო კავშირზე როუმინგი უფასო გახდება. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა მიიღო. ევროპელმა დეპუტატებმა დაადგინეს, რომ 2016 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდება ტელესაკომუნიკაციო ფასები. მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების ერთმანეთთან დაკავშირება 5 ევროცენტზე ძვირი არ იქნება, ხოლო სმს-ის გაგზავნის ფასი 2 ცენტს არ უნდა აღემატებოდეს. უკვე, დადგენილია ინტერნეტის ფასიც. მობილური ინტერნეტის ფასი ერთ ბეგაბაიტში 5 ცენტს არ აღემატება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×