რეზონანსი
07.04.2017

 საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა მმართველმა გუნდმა შეაფასა. პრემიერმინისტრის თქმით, ეს უბრალოდ ტრადიციული გამოსვლა იყო, სადაც მარგველაშვილმა მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და შეაფასა: „ვისურვებდი, პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო ღრმა და ობიექტური" , - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი, გიორგი ვოლსკიც:

„რეფორმებთან და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ძირითადად მისი შეფასებები იყო არაადეკვატური ვითარების და გამოწვევების, საგარეო და საშინაო ურთიერთობის ბალანსის საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, გადაამეტა უფლებამოსილებას ამით უფრო პოლიტიკური პოზიციონირება მოახდინა," - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×