რეზონანსი
07.04.2017

 აშშ-მ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საპასუხოდ სირიის კონტროლირებად ობიექტებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებით, სირიაში, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, შორი რადიუსის მოქმედების 59 რაკეტა გაუშვეს და წერტილოვანი დარტყმა განახორციელეს, სწორედ იმ ადგილზე საიდანაც, ქიმიური თავდასხმა მოხდა. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი გადაწყვეტილება მოქალაქეებისადმი სპეციალურ მიმართვაში განმარტა.:

„პრეზიდენტ ასადის რეჟიმიდან გამომდინარე, იზრდება ლტოლვილთა კრიზისი და რეგიონში დესტაბილიზაცია, ეს კი აშშ-ს და მის მოკავშირე ქვეყნებს საფრთხეს უქმნის. იმიტომ გავეცი იერიშის ბრძანება, რომ მომაკვდინებელი ქიმიური იარაღის გავრცელების შეზღუდვა, ეროვნულ უსაფრთხოების ინტერესებში შედის". „Россия 24" -ის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სირიაში, შაირათის ავიაბაზაზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, 9 სამხედრო თვითმფრინავია განადგურებული და ანგარს ცეცხლი უკიდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×