რეზონანსი
07.04.2017

 აშშ-ს მიერ სირიის ავიაბაზაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად განადგურდა სასწავლო კორპუსი, სასადილო და  9 Миг-23” ტიპის თვითმფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პენტაგონმა დაბომბილი ავიაბაზის პირველი კადრები „youtube“-ზე გაავრცელა. რუსული მედია მსხვერპლის შესახებ იუწყება. „Россия 24“ ინფორმაციით, დაღუპულია 7 ადამიანი - 5 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა ამდენივე. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა მიმდინარე მოვლენები შეაფასა:

„მოსკოვმა არ შეასრულა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების ვალდებულება. რუსეთი ან ქიმიური თავდასხმის თანამონაწილე იყო, ან არაკომპეტენური აღმოჩნდა, რადგან ვერ შეძლო მოკავშირის ქიმიურ იარაღთან წვდომის აღკვეთა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, საზარელი ქმედებების საპასუხოდ, გადამწყვეტი ზომები მიიღოს".  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×