რეზონანსი
07.04.2017

 2014-2016 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და მისმა სამმა მოადგილემ 61 816 ლიტრი საწვავი მოიხმარეს. აღნიშნული მონაცემები „ფლანგვის დეტექტორმა" საკრებულოდან გამოითხოვა. ყველაზე ხარჯიანი ამ მხრივ 2014 წელი იყო, დასახელებულ პირებზე გამოყოფილმა საწვავის რაოდენობამ 24 909.57 ლიტრი შეადგინა. განვლილი 3 წლის განმავლობაში მოხმარებული საწვავის წილობრივად შემდეგნაირად გამოიყურება:

1) გიორგი ტყემალაძე (საკრებულოს თავმჯდომარის I მოადგილე ) - 16 680 ლიტრი, დღე- 21,5 ლიტრი.

2) მალხაზ მჭედლიშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) - 16 053 ლიტრი, დღე - 21 ლიტრი.

3) გიორგი ალიბეგაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარე) - 14 675 ლიტრი, დღე- 18 ლიტრი.

4) გიორგი ახვლედიანი - (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე) - 14 404 ლიტრი, დღე - 18 ლიტრი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×