რეზონანსი
07.04.2017

 შვედეთის დედაქალაქში, სტოკჰოლმის ცენტრში, სატვირთო ავტომობილი ტროტუარზე გადავიდა სავაჭრო ცენტრში შევარდა. არიან დაშავებულები, მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ავტომობილები. შეჯახების დროს ადგილზე იმყოფებოდა ასამდე ადამიანი. შვედური გაზეთის, „Aftonbladet"-ის ცნობით, მიმდებარე ქუჩები დაკეტილია და პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს, რადგან, ეჭვობენ, რომ აღნიშნულ შემთხვევაში ტერორისტების ხელი ურევია.

რაც შეეხება მსხვერპლს, ამ დროისთვის დაღუპულია სამი, დაშავებულები კი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×