რეზონანსი
08.04.2017

 „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ნუგზარ წიკლაურმა და გოგა ონიანმა 6 აპრილს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ კომპანია ,, ქართულ საინვესტიციო ჯგუფი XXI"-მა 10 წლის წინ 50-მდე ტაქსის მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ კი ავტომობილები მათ უნდა დარჩენოდათ, თუმცა 2011 წელს კონპანიამ, ისე რომ არ ჰკითხა მძღოლებს, სხვა ქონებებთან ერთად მანქანები ჩადო ,, ქართუ ბანკში" და გამოიტანა 6 მილიონი ლარი. სესხის გადახდა კომპანიამ ვერ შეძლო და გაკოტრდა, ახლა კი მძღოლებს მანქანებს ართმევენ.

აღნიშნულ განცხადებებს ბანკი ,, ქართუ" გამოეხმაურა, კომპანიის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა ბანკი თაღლითობაში დაადანაშაულეს, რის გამოც, მათ მოუწევთ პასუხისგება სასამართლოს წინაშე. შპს ,,ქართულ საინვესტიციო ჯგუფი XXI"-ს ბანკ ,, ქართუში" აქვს საკრედიტო დავალიანება, ოღონდ არა 6 მლნ, არამედ რამდენიმე ათეულჯერ უფრო ნაკლები.

ბანკი ,, ქართუ" ნაციონალური მოძრაობისგან ჯამში 30 ათას ლარს ითხოვს. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.

„6 აპრილს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა. ბანკი „ქართუ" მოითხოვს 10 000 ლარიან კომპენსაციას ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. ამ თანხას ბანკი „ქართუ" „სოლიდარობის ფონდს" გადაურიცხავს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×