რეზონანსი
08.04.2017

 ერთი დღით ადრე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არჩევნების ჩატარებას ამერიკის შეერთებული შტატები გამოეხმაურა. 9 აპრილს, ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის სახელის შეცვლაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გამართა. 26 მარტს კი არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

"შეერთებული შტატები გმობს სამხრეთ ოსეთის კონსტიტუციური დასახელების რესპუბლიკა - ალანიად გადარქმევის საკითხზე 9 აპრილს რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილებას. არ ვაღიარებთ აფხაზეთში 12 და 26-ს მარტს ჩატარებული და 9 აპრილს ე.წ. სამხეთ ოსეთში დაგეგმილი უკანონო არჩევნების შედეგებს, აშშ კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და აღნიშნავს, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია" , - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, მარკ ტონერის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×