რეზონანსი
08.04.2017

 შვედური გაზეთის, „Aftonbladet"-ის ცნობით, პოლიციის მიერ დაკავებული 39 წლის ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქე აღმოჩნდა.  გაარკვიეს, რომ ეჭვმიტანილი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" მიმართ სიმპათიებს გამოხატავდა. მის სოციალურ ქსელში აღმოაჩინეს ექსტრიმისტების აგიტაციური მასალა და ასევე 2013 წელს ბოსტონის ტრაგედიის ამსახველ ფოტოებზე "ლაიქები". დაკავებულის ახლობლების თქმით, იგი არასდროს საუბრობდა რელიგიაზე და მხოლოდ ის აინტერესებდა, რომ ბავშვებისთვის უზბეკეთში ფული გაეგზავნა. რაც შეეხება, სატვირთო ავტომობილში ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის ფაქტს, შვედეთის პოლიცია არ უარყოფს, მაგრამ არც ადასტურებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია მეორე პირიც, რომელსაც კონტაქტი სატვირთოს მძღოლთან ჰქონდა. თუმცა სააგენტო „TT"-ის ცნობით, სატვირთოს მძღოლმა უკვე განაცხადა, რომ დაკავებულს არ იცნობს და მისი მანქანა გაიტაცეს იმ დროს, როდესაც იგი ბარგს ტვირთავდა.

აღნიშნულ მოვლენებს, შვედეთის პრემიერმინისტრმა სტეფან ლოვენმა გუშინ სიტყვით გამოსვლისას ტერაქტი უწოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×