რეზონანსი
08.04.2017

 „NBC"-ის ინფორმაციით, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ, ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ბირთული პროგრამის წინააღმდეგ გეგმა გააცნო, სადაც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორის, კიმ ჩენ ინის ფიზიკური განადგურებაც შედის. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა არ გამორიცხა ამერიკის მხრიდან სამხედრო ჩარევა იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა, სამხრეთ კორეას და იქ განთავსებულ ამერიკულ ბაზებს საფრთხეს შეუქმნიდა.

„არსებობს აშშ-ს საიდუმლო გეგმის კიდევ ერთი ნაწილი, რომლიც მიხედვითაც, ამერიკის და სამხრეთ კორეის სპეცნაზები ჩრდილოეთ კორეაში დივერსიული აქტების მოწყობისთვის უნდა შევიდნენ. კერძოდ, მოხდება მობილური სარაკეტო მოწყობილობების გაუვნებელყოფა" , - განაცხადეს ამერიკულ ტელევიზიაში.

25 წლის წინ აშშ-მა სამხრეთ კორეიდან მასობრივი განადგურების იარაღი გაიტანა და, ახალი გეგმის მიხედვით, ტრამპს სწორედ ამ იარაღის განთავსებას სთავაზობენ ოცანის სამხედრო ბაზაზე, რომელიც სეულიდან 70 კილომეტრში მდებარეობს. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×